ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

კურსი მოიცავს არა მხოლოდ ზოგადი და საშუალო დონის ფუნქციონალის სწავლა-გამოყენებას, არამედ ისეთი დეტალების აღმოჩენას რაც გაამარტივებს თქვენ ყოველდღიურ საქმიანობას. ამით თქვენ დაზოგავთ დროს, გახდებით უფრო ეფექტური და შესაბამისად საჭირო თანამშრომელი.
კურსის მიმდინარეობისას დეტალურად იქნება განხილული ისეთი მაგალითები რაც სამომავლოდ გაამარტივებს თქვენ ფაილებთან და მონაცემებთან მუშაობას. კერძოდ:

  • სხვადასხვა დეტალები შესავალი საკითხებიდან
  • მულტიფუნქციური ცხრილი, სორტირება, ფილტრაცია და ტექსტური ფუნქციები
  • ლოგიკური მათემატიკური და სტატისტიკური ფუნქციები
  • თარიღის და დროის ფუნქციები, პირობითი ვიზუალიზაცია, გრაფიკები და მონაცემთა შეზღუდვა
  • დინამიური ცხრილები, სამუშაო არეების დაცვა

კურსის გავლის შემდგომ შეძლებთ:

მიღებული ცოდნით თქვენ შეძლებთ ნაკლები დროის დანახარჯით ამოხსნათ და გადაჭრათ სხვადასხვა ამოცანები, შექმნათ ლოგიკური და სტრუქტურირებული მონაცემთა ცხრილები, რაც გაამარტივებს მონაცემთა შევსებასა და მათ ანალიზს.

ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:

ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ აჭარბებს 12 ადამიანს, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს ტრენინგის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები პრაქტიკულ სამუშაოში, განხილვებში და წარმოადგინონ საკუთარი პრობლემური საკითხები. ტრენინგი უნიკალურია იმით, რომ ეყრდნობა მრავალწლოვან სწავლების გამოცდილებას, რეალური ქეისების გარჩევას და ანალიზს, რომელიც ეხმარება მსმენელებს მიღებული ცოდნა გამოიყენონ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. 

ვისთვის არის განკუთვნილი:

Excel Intermediate კურსი განკუთვნილია იმ ადამიანთათვის ვისაც აქვს ექსელთან მუშაობის მცირე გამოცდილება და სურვილი გაიღრმავოს ცოდნა. შეისწავლოს პროგრამის ძირითადი ფუნქციონალი მისი დეტალების გათვალისწინებით.

 

  • Home ჯგუფის ინსტრუმენტები როგორიცაა (format painter, Find/replace, paste special, Number, Insert - delete cells(rows/columns), Autosum, Fill/Flash fill, Borders&Formatting).
  • ბეჭდვა და მისი პარამეტრები.
  • Data ინსტრუმენტები - ბაზების ფილტრაცია / სორტირება, Conditional formatting, Remove duplicates).
  • ტექსტური ფორმულები (Find, Left, Right, Len, Concatenate, Trim, relative and absolute cell references). Go to special.

• მათემატიკური ფუნქციები (Sumif, Countif, Sumifs, Counitfs, Averageif, Averageifs, Round, Roundup, Rounddown, Sumproduct, Subtotal (ჩაშლა).

 

• ლოგიკური ფუნქციები (And, Or, Not, If, Iferror, Nested IF)

 

  • Lookup & Reference ტიპის ფუნქციები (Hlookup, Vlookup, index, match). Data validation
  • Pivot tables, დიაგრამები, ფინანსური ფუნქციები: FV, PMT, PV, Rate, Nper, Pmt, IPMT, PPMT, CUMIPMT, CUMPRINC
  • შემაჯამებელი ტესტის წერა

ღირებულება - 350 ლარი

ხანგრძლივობა - 18 საათი 

მსმენელების რაოდენობა - 12 ადამიანი