ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კორპორატიული ტრენინგი IFRS სტანდარტებში

ზოგადი აღწერა

IFRS სტანდარტების სპეციალური კურსი განკუთვნილია კორპორატიული კლიენტებისთვის, კურსი შექმნილია  სპეციალურად  იმისთვის, რომ მოერგოს თქვენი კომპანიის სპეციფიკას და ბიზნეს პროცესებს.

ჩვენ გავეცნობით თქვენი კომპანიის პროცესებს და შევიმუშავებთ სპეციალურ პროგრამას, რომელიც აგებული  იქნება  შესაბამის  IFRS სტანდარტებსა და თქვენი კომპანიის რეალურ ქეისებზე. მოგაწვდით მზა გადაწყვეტილებებს  თუ  როგორ  აღრიცხოთ  კომპანიაში არსებული ოპერაციები IFRS სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ ასევე მოგცემთ რეკომენდაციებს, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ გააუმჯობესოთ კომპანიის  კონტროლის  მექანიზმები  და შეიმუშაოთ პროცედურები, მათ შორის მარაგების მიღებისა და ჩამოწერის,  ძირითადი საშუალებების  და ფინანსური  ინსტრუმენტების  მართვასთან დაკავშირებით.

ჩვენ განვიხილავთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს და ერთად გავაანალიზებთ თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ თქვენს მიერ  მიღებულ ბიზნეს გადაწყვეტილებებზე.

კურსის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ

დამოუკიდებლად შეიმუშაოთ კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკა თქვენი ბიზნეს პროცესებისა და ფასს სტანდარტების  შესაბამისად,  გააუმჯობესოთ კომპანიის კონტროლის მექანიზმები და მოამზადოთ ფინანსური ანგარიშგებები.

დეტალები

კურსის ხანგრძლივობა - განისაზღვრება კომპანიის სპეციფიკისა და მოთხოვნების შესაბამისად.