ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

ბიუჯეტირებისა და ანალიზის სისტემის დანერგვა

ზოგადი აღწერა

ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომგებიანობის მაჩვენებლის გაუმჯობესება, რაც პირდაპირ კავშირშია დანახარჯების მართვასთან. იმისათვის, რომ კომპანიამ შეძლოს დანახარჯების ეფექტური მართვა და მათი ოპტიმიზაცია, მნიშვნელოვანია მოახდინოს მათი წინასწარ დაგეგმვა /ბიუჯეტირება. 

ბიუჯეტირება კომპანიებს საშუალებას აძლევს წინასწარ განსაზღვრონ დანახარჯების საპროგნოზო მაჩვენებლები და მყისიერად მოახდინონ გადახრებზე რეაგირება. ასევე დაგეგმონ სამომავლო ფულადი სახსრები და მოიძიონ დაფინანსების წყაროები;

ჩვენ გთავაზობთ

  • კომპანიაში ბიუჯეტირების პროცედურების შემუშავებას და დანერგვას
  • ბიუჯეტის კონტროლის მექანიზმების შემუშავებას
  • კაპიტალური და საოპერაციო დანახარჯების ანალიზს
  • საოპერაციო დანახარჯების კლასიფიკაციას
  • დანახარჯთა ცენტრების შექმნას
  • დაგეგმილი და ფაქტობრივი დანახარჯების ანალიზის სისტემის შექმნას
  • ფინანსური და კომერციული მაჩვენებლების ანალიზის სისტემის დანერგვას

 შედეგად თქვენ მიიღებთ

კომპანიაში გამართული ბიუჯეტირების სიტემის დანერგვას, რაც სამომავლოდ კომპანიას დაეხმარება წინასწარ განსაზღვროს მისთვის სასურველი შედეგები და აკონტროლოს ყველა მნიშვნელოვანი დანახარჯი;