ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

IFRS for SME დანერგვა/ფინანსური ანგარიშგებების მომზადება

ზოგადი აღწერა

2016 წელს  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის კანონში შესულმა ცვლილებებმა კომპანიებისთვის სავალდებულო  გახადა ფინანსური ანგარიშგებების მომზადება სრული IFRS სტანდარტების და IFRS for SMEs  მცირე და საშუალო კომპანიების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

აქედან გამომდინარე კომპანიებს აღრიცხვის სისტემის IFRS for SMEs  სტანდარტებზე ტრანსფორმაციის საჭიროება დაუდგათ

ჩვენ გთავაზობთ

კომპანიის არსებული აღრიცხვის სისტემის გამოკვლევას, კომპანიის კონტროლის მექანიზმების შემუშავებას და აღრიცხვის სისტემის ტრანსფორმაციას  IFRS for SMEs   სტანდარტებზე და აუდიტის პროცესში მხარდაჭერას;

  • კომპანიის აღრიცხვის სისტემის ანალიზს
  • კომპანიის კონტროლის მექანიზმების პროცედურის შემუშავებას
  • სააღრიცხვო პოლიტიკის შექმნას IFRS for SMEs  სტანდარტების შესაბამისად
  • კომპანიის სასტარტო ნაშთების ტრანსფორმაციას (კორექტირებებს) IFRS for SMEs  სტანდარტებზე
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადებას IFRS for SMEs  სტანდარტების შესაბამისად
  • ფინანსური სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებას
  • ფინანსური აუდიტის პროცესში მხარდაჭერას
  • დანერგვის შემდგომ მონიტორინგს

შედეგად თქვენ მიიღებთ

სააღრიცხვო სისტემას IFRS for SMEs  სტანდარტების შესაბამისად, გამართულ პროცესებს, შეძლებთ რისკების სწორად შეფასებას, რაც მომავალში დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და გაგიადვილებთ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობას;