ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

ტრენინგი მსმენელს სთავაზობს გაიღრმავოს და მიიღოს ცოდნა სასაწყობე მენეჯმენტის და მიწოდების მართვის ძირითად საკითხებზე. ტრენინგის პროცესში განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები/პრობლემები როგორც საწყობის, ასევე მიწოდების კუთხით. რეალურ ქეისებზე დაყრდნობით,მსმენელს საშუალება ექნება მოისმინოს თითოეული პრობლემის რეალური, აპრობირებული გადაჭრის მექანიზმები.

ტრეინინგის ფარგლებში, განხილული იქნება საოპერაციო საქმიანობის შეფასების საჭირო ინდიკატორები, რომლებიც თავის მხრივ, მენეჯერებს საშუალებას აძლევს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. მსმენელი საფუძვლიანად გაივლის საწყობის ინვენტარიზაციის პროცესს, ასევე საწყობში პროდუქციის განლაგების სხვადასხვა მექანიზმებს.

კურსის მიმდინარეობისას დეტალურად იქნება განხილული ისეთი საკითხები, როგორიც არის:

  •  საწყობის ფართის დაგეგმარება და შესანახი ადგილის ტიპები
  • სასაწყობე ინვენტარი, მათი ძირითადი ფუნქციები და მახასიათებლები
  • საწყობის მართვის სტრუქტურა- კადრების პერსონალის ეფექტური გადანაწილება და პროცესების დელეგირება
  • სასაწყობე მენეჯმენტი - სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზების დამუშავება საწყობის ეფექტურად მართვისთვის
  • სასაწყობე სტელაჟების დამისამართება - პროდუქციის მისამართებზე განლაგების მექანიზმი
  • საწყობის ძირითადი ოპერაციები - პროდუქციის მიღება, აგროვება, შემოწმება, თაროს შევსება, მანქანაში დატვირთვა
  • საწყობის პერიოდული და გენერალური ინვენტარიზაცია
  • სასაწყობე ოპერაციების ეფექტურობის საზომი ინდიკატორები - KPI
  • საწყობში პროდუქციის ABC ანალიზის მიხედვით გადალაგება - პროცესის სრული აღწერა და შედეგების განხილვა
  • საწყობის პერსონალის ეფექტური სამოტივაციო სისტემები
  • 5 S სისტემა , მისი მუშაობის ძირითადი მახასიათებლები და შედეგები
  • FMCG დისტრიბუციის ძირითადი მოდელი - მარშრუტების დაგეგმარებისთვის საჭირო ლოგიკების და ფაქტორების განხილვა
  • მიწოდების მართვის ეფექტურობის საზომი ინდიკატორები - KPI
  • კროს დოქინგის სისტემა
  • მიწოდების მართვის სამოტივაციო სისტემები
  • ღამის დისტრიბუცია - მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების განხილვა როგორც რითეილ, ასევე FMCG დისტრიბუციის შემთხვევაში.

კურსის გავლის შემდგომ შეძლებთ:

კურსი დაეხმარება მენეჯერებს, სწორად დაგეგმონ საწყობის თუ ავტოპარკის საინვესტიციო ნაწილი და მაქსიმალურად ეფექტურად აითვისონ სასაწყობე ფართი და ტექნიკა. ტრენინგი ხელს შეუწყობს საოპერაციო ხარჯების სწორად დაგეგმარებას და მათ შემცირებას.

ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:

ტრენინგი უნიკალურია იმით, რომ ეყრდნობა რეალური ლოგისტიკური ქეისების გარჩევას და ანალიზს, რომელიც ეხმარება მსმენელებს მიღებული ცოდნა გამოიყენონ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.

 

ვისთვის არის განკუთვნილი:

კომპანიის უმაღლესი თუ საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის
საწყობის მენეჯერებისთვის
მიწოდების და ავტოპარკის მენეჯერებისთვის
ლოგისტიკის სპეციალისტებისთვის
ლოგისტიკური პროექტების მენეჯერებისთვის


  • საწყობის ფართის დაგეგმარება და შესანახი ადგილის ტიპები
  • სასაწყობე ინვენტარი, მათი ძირითადი ფუნქციები და მახასიათებლები
  • საწყობის მართვის სტრუქტურა- კადრების ეფექტური გადანაწილება და პროცესების დელეგირება
  • სასაწყობე მენეჯმენტი - სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზების დამუშავება საწყობის ეფექტურად მართვისთვის
  • სასაწყობე სტელაჟების დამისამართება - პროდუქციის მისამართებზე განლაგების  მექანიზმი
  • საწყობის ძირითადი ოპერაციები - პროდუქციის მიღება, აგროვება, შემოწმება, თაროს  შევსება, მანქანაში დატვირთვა. 
  • სასაწყობე ოპერაციების ეფექტურობის საზომი ინდიკატორები - KPI არსი და მნიშვნელობა
  • WERC KPI და გამოთვლები
  • საწყობის პერიოდული და გენერალური ინვენტარიზაცია
  • საწყობის პერიოდული და გენერალური ინვენტარიზაცია
  • საწყობში პროდუქციის ABC ანალიზის მიხედვით გადალაგება - პროცესის სრული აღწერა და შედეგების განხილვა
  • საწყობის პერსონალის ეფექტური სამოტივაციო  სისტემებისაწყობის პერსონალის ეფექტური სამოტივაციო სისტემები
  • 5 S სისტემა , მისი მუშაობის ძირითადი მახასიათებლები და შედეგები
  • FMCG დისტრიბუციის ძირითადი მოდელი - მარშრუტების დაგეგმარებისთვის საჭირო  ლოგიკების და ფაქტორების განხილვა
  • კროს დოქინგის სისტემა
  • მიწოდების მართვის სამოტივაციო სისტემები

ღირებულება - 450 ლარი

ხანგრძლივობა - 9 საათი 

მსმენელების რაოდენობა -
15 ადამიანი