ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

კურსი მოიცავს საგადასახადო და IFRS სტანდარტებით აღრიცხვას შორის არსებული ყველა მნიშვნელოვანი სხვაობების დეტალურ ანალიზს.

კურსის მსვლელობისას განვიხილავთ ყველა აქტუალურ საკითხს, თუ როგორ აღვრიცხოთ IFRS სტანდარტების მიხედვით და შემდგომ როგორ მოვარგოთ იგი საგადასახადო კანონმდებლობას.
კურსის მიმდინარეობისას დეტალურად იქნება განხილული ისეთი პრობლემატური საკითხები, როგორიც არის მაგალითად:

  • კაპიტალთან და დივიდენდთან დაკავშირებული საკითხები;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგები - დანაკლისები, მიღებული კრედიტ ნოტები, წარმოება, უსასყიდლოდ გადაცემა, ჩამოწერა;
  • ქონების გადასახადი - ძირითად საშუალებებებში აღრიცხვის პრინციპები;
  • შემოსავლები - უსასყიდლო მიწოდება, კონსიგნაციური შეთანხმებები, ბონუს ქულების აღრიცხვა, გადავადებული
  • შემოსავალი, გაცემული კრედიტ ნოტები;
  • სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია ძირითად საშუალებებებში;

კურსის გავლის შემდგომ:

თქვენ მიიღებთ დეტალური ინფორმაციას საგადასახადო და IFRS სტანდარტებით აღრიცხვას შორის არსებულ ყველა მნიშვნელოვანი სხვაობების შესახებ.

მიღებული ცოდნით თქვენ შეძლებთ გაანალიზოთ თქვენს კომპანიაში არსებული ოპერაციები და ჩამოაყალიბოთ სწორი პოლიტიკა მათ აღსარიცხავად, ისე რომ საგადასახადო და IFRS აღრიცხვის პრინციპები და მოთხოვნები იყოს დაცული.

ჩვენი ტრენინგის უპირატესობები: 

ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ აჭარბებს 15 ადამიანს, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს ტრენინგის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები დისკუსიებში , განხილვებში და წარმოადგინონ საკუთარი პრობლემური საკითხები. ტრენინგი უნიკალურია იმით, რომ ეყრდნობა საქართველოში არსებული კომპანიების რეალური ქეისების გარჩევას და ანალიზს, რომელიც ეხმარება მსმენელებს მიღებული ცოდნა გამოიყენონ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.

ვისთვის არის განკუთვნილი:

IFRS სტანდარტების სიღრმისეული კურსი განკუთვნილია გამოცდილი ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის, აუდიტორებისთვის, რეპორტინგის სპეციალისტებისთვის.

  • მარაგების განმარტება ბასს-2 ის და საგადასახადო კოდექსის შესაბამისად
  • მარაგების აღიარება ბასს-2 ის და საგადასახადო კოდექსის შესაბამისად
  • დანაკლისების აღრიცხვა
  • მიღებული კრედიტ ნოტების აღრიცხვა
  • პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები
  • მარაგების ჩამოწერა
  • ძირითადი საშუალებების / საინვესტიციო ქონების განმარტება ბასს 16 / ბასს 40-ის და საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.·
  • ძირითადი საშუალებების / საინვესტიციო ქონების აღიარება ბასს 16 / ბასს 40-ის და საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
  • პირველადი აღიარების შემდგომი შეფასება და ცვეთის მეთოდები.
  • სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია ძირითად საშუალებებში·
  • ძირითადი საშუალებების ჩამოწერა და გასვლა
  • შემოსავლების აღიარების პრინციპები ფასს 15-ის შესაბამისად
  • კონსიგნაციური კონტრაქტების აღრიცხვის თავისებურებები
  • გაცემული ფასდათმობების/კრედიტ ნოტების აღრიცხვა
  • ბონუს ქულების აღრიცხვა
  • უსასყიდლო მიწოდების აღრიცხვა
  • გადავადებული შემოსავლის აღრიცხვა/დისკონტირებული ღირებულების განსაზღვრა
  • კაპიტალის განმარტება და მისი კომპონენტები
  • კაპიტალის შევსების და შემცირების აღრიცხვის საკითხები
  • დივიდენდის განაწილება , ფასს სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად

ღირებულება - 250 ლარი

ხანგრძლივობა - 12 საათი (2 კვირა)

მსმენელების რაოდენობა - 1 5 ადამიანი