ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

კურსი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას დამატებული ღირებულების, აქციზის და საბაჟო გადასახადების ადმინისტრირების შესახებ, მათ შორის, გამოანგარიშებისა და დეკლარირების წესების შესახებ, არსებული შეღავათებისა და მათი გამოყენების შესახებ. კურსის მსვლელობისას მსმენელები გაეცნობიან არაპირდაპირ გადასახადებთან მიმართებაში მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას - საქართველოს საგადასახადო კოდექსს, კანონქვემდებარე აქტებს (ფინანსთა მინისტრის ბრძანებებს), განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობას. კურსის მიმდინარეობისას დეტალურად იქნება განხილული არაპირდაპირ გადასახადებთან მიმართებით ისეთი საკითხები, როგორიც არის მაგალითად:
არაპირდაპირი გადასახადების გადამხდელის განსაზღვრა;დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესი;არაპირდაპირი გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების განსაზღვრა, დეკლარირება და მოქმედი შეღავათები;ავანსად გადახდილი დღგ-ის თანხების დაბეგვრა; არაპირდაპირი გადასახადების გადახდა და ჩათვლა; უკუდაბეგვრა და დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესები; არაპირდაპირ გადასახადებთან მიმართებით არსებული სიტუაციური სახელმძღვანელოების განხილვა.   

 

ვისთვის არის განკუთვნილი:

არაპირდაპირი გადასახადები“-ს კურსი განკუთვნილია როგორც გამოცდილი, ასევე, დამწყები ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის,აუდიტორებისთვის, რეპორტინგის სპეციალისტებისთვის.

 

ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:

ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ აჭარბებს 15 ადამიანს, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს ტრენინგის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები დისკუსიაში, კონკრეტული ქეისების განხილვაში და წარმოადგინონ საკუთარი პრობლემური საკითხები.

ტრენინგი უნიკალურია ასევე იმით, რომ ეყრდნობა საქართველოში არსებული კომპანიების რეალური ქეისების განხილვასა და ანალიზს, რომელიც ეხმარება მსმენელებს მარტივად აღიქვან მიწოდებული ინფორმაცია და მიღებული ცოდნა გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში.

 კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

თქვენ მიიღებთ დეტალური ინფორმაციას ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით, განვიხილავთ ე.წ. ,,მენუალებს“, რომლებიც შეეხება არაპიდაპირ გადასახადებს. მიღებული ცოდნით თქვენ შეძლებთ გაანალიზოთ თქვენს კომპანიაში არსებული ოპერაციები და ჩამოაყალიბოთ სწორი პოლიტიკა მათი აღრიცხვისთვის, არაპირდაპირი გადასახადებით დაბეგვრის და ადმინისტრირების მიზნებისთვის, რაც საშუალებას მოგცემთ უზრუნველყოთ თქვენი კომპანიის რისკების მინიმალიზაცია საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებებისა და სანქცების დარიცხვის მიმართულებით

 

 

ტრენინგის ღირებულება: 125 ლარი.
კურსის ხანგძლივობა: 8 სთ