ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

ფინანსები არაფინანსისტებისთვის განკუთვნილია კომპანიის სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისთვის, ვისაც სურთ ცოდნა გაიღმავონ ფინანსების მიმართულებით;

მსმენელები ქართულიკომპანიების მაგალითზე გაივლიან ყველა პრაქტიკულ ქეისს და გაანალიზებელ მიღებულ თეორიულ ცოდნას;

კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: 

დამოუკიდებლად წაიკითხოთ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებები;

გაანალიზოთ ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური კოეფიციენტი;

შეიძენთ  ბიუჯეტირების სისტემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან უნარებს , თქვენ გეცოდინებათ  როგორ  უნდა მომზადდეს ბიუჯეტი და რამდენად მნიშვნელოვანია გადახრების ანალიზი;

მიიღებთ ინფორმაციას გარე დაფინანსების წყაროებზე და ინვესტიციების შეფასების მეთოდებზე;

ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:

ტრენინგი არის პრაქტიკული და ეფუძნება, როგორც თეორიულ ნაწილს ასევე მნიშვნელოვანი დრო დათმობილი აქვს პრაქტიკულ მაგალითებს, ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ აჭარბებს 15 ადამიანს, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს ტრენინგის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები დისკუსიებში ;

ვისთვის არის განკუთვნილი:

Iფინანსები არაფინანსისტებისთვის განკუთვნილია: კომპანიის დირექტორებისთვის, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვისაც სურთ ცოდნა მიიღონ ფინანსების მიმართულებით;

  • ფინანსების როლი თანამედროვე ბიზნესში
  • ფინანსური ანგარიშგებების მნიშვნელობა
  • აუდიტის დასკვნის მნიშვნელოვანი ასპექტები
  • ბალანსის კომპონენტები
  • ბალანსის სტრუქტურა
  • ბალანსის მონაცემების ანალიზი
  • შემოსავლების და ხარჯების აღიარების პრინციპები
  • საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავლები და ხარჯების არსი
  • ხარჯების კლასიფიკაცია შინაარსის მიხედვით (მუდმივი და ცვალებადი ხარჯები)
  • EBITDA, EBIT, საოპერაციო მოგება, წმინდა მოგება
  • Cash Flow-ს სტრუქტურა და ფორმები (პირდაპირი და ირიბი)
  • Cash Flow-ს მონაცემთა ანალიზი
  • საბრუნავი კაპიტალის (Working Capital) მნიშვნელობა და მისი გავლენა ფულად სახსრებზე
  • საკუთარი კაპიტალით დაფინანსება
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხებით დაფინანსება
  • ფინანსური ინსტრუმენტების გამოშვებით დაფინანსება
  • ბიუჯეტირების მიზანი
  • ბიუჯეტირების მომზადების მეთოდები
  • ბიუჯეტის კონტროლი და გადახრების ანალიზი
  • უკუგება ინვესტირებულ კაპიტალზე
  • ფულადი ნაკადების დიკონტირების მეთოდი
  • კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება

ღირებულება - 450 ლარი

ხანგრძლივობა -12 საათი (2 კვირა)

მსმენელების რაოდენობა -
15 ადამიანი