ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

ექსელში მრავალწლიანი გამოცდილება არ არის ყოველთვის საკმარისი იმისათვის რომ იცოდე რა არის პროგრამის სიახლე რომელშიც მუშაობთ.
დიახ, თქვენ იღებთ სასურველ შედეგს, მაგრამ შესაძლოა ახალი ინსტრუმენტების დახმარებით, მიიღოთ სასურველი შედეგი დროის ნაკლები დანახარჯით.
კურსი მოიცავს სიღრმისეულ საკითხებსა და თანამედროვე ექსელის ფუნქციონალს. მრავალ პრაქტიკულ და უცნობ ხერხს ექსელში სამუშაოდ.

მულტიფუნქციური ცხრილი, სორტირება, ფილტრაცია და ტექსტური ფუნქციები
ფარდობითი, აბსოლუტური და შერეული დამისამართებები, ლოგიკური, მათემატიკური და სტატისტიკური ფუნქციები მაღალ დონეზე, თარიღის და დროის ფუნქციები, მისამართის (წყაროს) ფუნქციები სიღრმისეულად პირობითი ვიზუალიზაცია, გრაფიკები და მონაცემთა შეზღუდვა, დინამიური ცხრილები, სამუშაო არეების დაცვა; ერთი ცვლადის, ორი ცვლადის და N ცვლადის მოძებნა; Developer ინსტრუმენტები;
მონაცემთა კონსოლიდაცია.

კურსის გავლის შემდგომ შეძლებთ:

ნაკლები დროის დანახარჯით ამოხსნათ და გადაჭრათ სხვადასხვა ამოცანები, შექმნათ ლოგიკური და სტრუქტურირებული მონაცემთა ცხრილები, რაც გაამარტივებს მონაცემთა შევსებასა და მათ ანალიზს.

ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:

ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ აჭარბებს 10 ადამიანს, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს ტრენინგის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები პრაქტიკულ სამუშაოში, განხილვებში და წარმოადგინონ საკუთარი პრობლემური საკითხები.

ტრენინგი უნიკალურია იმით, რომ ეყრდნობა მრავალწლოვან სწავლების გამოცდილებას, რეალური ქეისების გარჩევას და ანალიზს,რომელიც ეხმარება მსმენელებს მიღებული ცოდნა გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში.

კურსი განკუთვნილია:

იმ ადამიანთათვის ვისაც აქვს ექსელთან მუშაობის მრავალწლოვანი გამოცდილება
და სურვილი დახვეწოს საკუთარი უნარები პროგრამაში. შეისწავლოს პროგრამის მაღალი დონის ფუნქციონალი მისი დეტალების გათვალისწინებით და ასევე დაეუფლოს ახალი ექსელის ფუნქციონალს.

  • Use Table – მულტი ფუნქციური ცხრილები
  • Sort - სორტირება
  • Filter - ფილტრაცია
  • Using Cell References in Formulas & Using relative, absolute, and mixed references უჯრის მისამართების ტიპები;
  • Using Formulas in Tables - ფორმულების გამოყენება ცხრილებში;
  • Creating Formulas That Manipulate Text - ტექსტური ფუნქციები: EXACT, UPPER, LOWER, PROPER, LEFT,RIGHT, MID;
  • REPLACE, FIND, SERCH, SUBSTITUTE
  • (წინაპირობა CONCATENATE, TRIM, LEN)
  • Creating Formulas That Look Up Values - ფუნქციები INDEX, MATCH, OFFSET, INDIRECT, ADDRESS);
  • წინაპირობა (VLOOKUP, HLOOKUP);
  • Creating Formulas That Count and Sum - სტატისტიკური თვლის ფუნქციები
  • LARGE, SMAL, DSUM, DCOUNT, DAVERAGE, MODE, RANK
  • წინაპირობა (COUNTA, COUNTBLANK, COUNTIF, COUNTIFS, SUMIF, SUMIFS, AVERAGEIF, AVERAGEIFS);
  • Advanced Visualizing Data Using Conditional Formatting - პირობითი ფორმატირება;
  • Advanced Charts - მონაცემების ვიზუალიზაცია დიაგრამების დახმარებით
  • Advanced Data Validation - მონაცემების შეზღუდვა;
  • Pivot Table - მონაცემების ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ცხრილის განთავსების ადგილმდებარეობის განსაზღვრა, დინამიური ცხრილის მაკეტი, დინამიური ცხრილის ფორმატირება და მოდიფიკაცია
  • Data Models
  • The Goal Seek Command - ერთი უცნობი ცვლადის ვარირება
  • Sensitivity Analysis With Data Tables- ორი ცვლადის ვარირება
  • Using The Scenario Manager For Sensitivity Analysis – N რაოდენობის ცვლადების ვარირება
  • Custom (Advanced) Sorting In Excel - სამომხმარებლო სორტირება
  • Advanced Filter - ურთიერთ გამომრიცხავი პირობების ფილტრაცია
  • Developer - Spinner Buttons, Scroll Bars, Option Buttons, Check Boxes, Combo Boxes, And Group
  • List Boxes
  • Consolidating Data - მონაცემთა კონსოლიდაცია

ღირებულება - 440 ლარი

ხანგრძლივობა -14 საათი (2 კვირა)

მსმენელების რაოდენობა - 10 ადამიანი