ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

კურსი მოიცავს არა მხოლოდ ზოგადი და საშუალო დონის ფუნქციონალის სწავლა-გამოყენებას, არამედ ისეთი დეტალების აღმოჩენას რაც გაამარტივებს თქვენ ყოველდღიურ საქმიანობას. ამით თქვენ დაზოგავთ დროს, გახდებით უფრო ეფექტური და შესაბამისად საჭირო თანამშრომელი.
კურსის მიმდინარეობისას დეტალურად იქნება განხილული ისეთი მაგალითები რაც სამომავლოდ გაამარტივებს თქვენ ფაილებთან და მონაცემებთან მუშაობას. კერძოდ:

  • სხვადასხვა დეტალები შესავალი საკითხებიდან
  • მულტიფუნქციური ცხრილი, სორტირება, ფილტრაცია და ტექსტური ფუნქციები
  • ლოგიკური მათემატიკური და სტატისტიკური ფუნქციები
  • თარიღის და დროის ფუნქციები, პირობითი ვიზუალიზაცია, გრაფიკები და მონაცემთა შეზღუდვა
  • დინამიური ცხრილები, სამუშაო არეების დაცვა

კურსის გავლის შემდგომ შეძლებთ:

მიღებული ცოდნით თქვენ შეძლებთ ნაკლები დროის დანახარჯით ამოხსნათ და გადაჭრათ სხვადასხვა ამოცანები, შექმნათ ლოგიკური და სტრუქტურირებული მონაცემთა ცხრილები, რაც გაამარტივებს მონაცემთა შევსებასა და მათ ანალიზს.

ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:

ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ აჭარბებს 12 ადამიანს, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს ტრენინგის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები პრაქტიკულ სამუშაოში, განხილვებში და წარმოადგინონ საკუთარი პრობლემური საკითხები. ტრენინგი უნიკალურია იმით, რომ ეყრდნობა მრავალწლოვან სწავლების გამოცდილებას, რეალური ქეისების გარჩევას და ანალიზს, რომელიც ეხმარება მსმენელებს მიღებული ცოდნა გამოიყენონ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. 

ვისთვის არის განკუთვნილი:

Excel-ის სიღრმისეულ კურსი განკუთვნილია იმ ადამიანთათვის ვისაც აქვს ექსელთან მუშაობის მცირე გამოცდილება და სურვილი გაიღრმავოს ცოდნა. შეისწავლოს პროგრამის ძირითადი ფუნქციონალი მისი დეტალების გათვალისწინებით.

 

  • Selecting a Cell or Range of Cells - უჯრებისა და დიაპაზონების მონიშვნა
  • Freeze Pane - დიაპაზონების ფიქსირება
  • Format Painter - ფორმატირება ფუნჯით
  • Using AutoFill Options - ავტოშევსება
  • Using AutoSum Functions - საბაზისო ფუნქციები
  • Clipboard - მეხსიერების ბუფერი
  • Convert Text To column - ტექსტის დაყოფა
  • სვეტებად; Define name - დიაპაზონების შექმნა და დასათაურება
  • Printing Worksheets - სამუშაო ფურცლის ბეჭდვა
  • Setting Page Setup Options - ფურცლის პარამეტრები
  • Entering Formulas into Your Worksheets & Pasting range names into formulas ფორმულების შექმნა, უჯრისა და დიაპაზონის სახელების გამოყენება ფორმულებში;
  • Use Table – მულტი ფუნქციური ცხრილები
  • Sort - სორტირება
  • Filter - ფილტრაცია
  • Using Cell References in Formulas & Using relative, absolute, and mixed references უჯრის მისამართების ტიპები;
  • Using Formulas in Tables - ფორმულების გამოყენება ცხრილებში;
  • Creating Formulas That Manipulate Text - ტექსტური ფუნქციები (CONCATENATE, TRIM, LEN)
  • Creating Formulas Logical Formulas - ლოგიკური ფუნქციები (AND, OR, IF, IFERROR, IFNA);
  • Creating Formulas Math & Trig - მათემატიკური ფუნქციები (ROUNDUP, ROUNDDOWN, ROUND, PRODUCT, INT, SUMPRODUCT);
  • Creating Formulas That Look Up Values - ფუნქციები (VLOOKUP, HLOOKUP);
  • Creating Formulas That Count and Sum - სტატისტიკური თვლის ფუნქციები (COUNTA, COUNTBLANK, COUNTIF, COUNTIFS, SUMIF, SUMIFS, AVERAGEIF, AVERAGEIFS);
  • Creating Formulas Dates and Times თარიღებისა და დროის ფუნქციები (NOW, TODAY, NETWORKDAYS/ NETWORKDAYS.INT, WEEKDAY, WORKDAY/ WORKDAY.INT);
  • Visualizing Data Using Conditional Formatting - პირობითი ფორმატირება;
  • Creating Sparkline Graphics - გრაფიკების გამოყენება;
  • Charts - მონაცემების ვიზუალიზაცია დიაგრამების დახმარებით
  • Data Validation - მონაცემების შეზღუდვა;
  • Pivote

ღირებულება - 350 ლარი

ხანგრძლივობა - 18 საათი (3 კვირა)

მსმენელების რაოდენობა - 12 ადამიანი