ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

კურსი სრულად ორიენტირებულია პრაქტიკულ ნაწილზე და მოიცავს ფინანსური ანგარიშგების შედგენას და შესაბამისი  ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მომზადებას;

ასევე, კურსის გავლის დროს თქვენ შეძლებთ  შექმნათ ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად  საჭირო კორექტირებების ფაილები, როგორიცაა :

  • დებიტორული დავალიანებების ანარიცხების ფაილი;
  • ძირითადი საშუალებების გადაანგარიშების ფაილი;
  • მარაგების გაუფასურების ტესტირების ფაილი;
  • ფინანსური იჯარის ფაილი;

კურსი  მოგცემთ საშუალებას სრულად დამოუკიდებლად მოამზადოთ თქვენი კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტი;

ვისთვის არის განკუთვნილი:

კურსი განკუთვნილია მთავარი ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის, აუდიტორებისთვის, რეპორტინგის სპეციალისტებისთვის.

ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:

კურსი მთლიანად ორიენტირებულია პრაქტიკულ ნაწილზე. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ აჭარბებს 15 ადამიანს, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს ტრენინგის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები;

კურსის გავლის შემდგომ შეძლებთ:

დამოუკიდებლად მოამზადოთ კომპანიის ფინანსური ანგარიშგება:

  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება;
  • სრული შემოსავლების ანგარიშგება / საქმიანობის შედეგების ანგარიშგება;
  • კაპიტალში მომხდარი ცვლილებების ანგარიშგება;
  • ფულადი სახსრების ანგარიშგება;

 ასევე, შეძლებთ დამოუკიდებლად მოამზადოთ  ახსნა-განმარტებითი შენიშვნები;

ხანგრძლივობა: 15 სთ 

 ღირებულება: 400 ლარი