ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

ტრენინგ კურსის შექმნის საჭიროება განაპირობა შრომის რეგულაციების მნიშვნელოვანმა ცვლილებამ და პრაქტიკაში შრომითი ნორმების იმპლემენტაციის საჭიროებამ. 2020 წელს არსებითად განახლდა შრომის კოდექსი, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი.

ტრენინგ კურსის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს, თავიანთი საქმიანობა და დოკუმენტაცია შესაბამისობაში მოიყვანონ განახლებულ შრომის კოდექსთან და სხვა მოქმედ რეგულაციებთან, ეფექტურად დანერგონ შრომითი ნორმები და ასევე, გააცნოს მსენელებს სასამართლოს და შრომის ინსპექციის უახლესი პრაქტიკა.

კურსის გავლის შემდგომ შეძლებთ:

  • შრომითი ურთიერთოებების სწორად დაგეგმვას და ორგანიზაციული პროცესების შრომის განახლებულ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას;
  • ორგანიზაციის დოკუმენტაციის, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, სამუშაო აღწერილობების და ბრძანებების შესაბამისობაში მოყვანას შრომის ახალ რეგულაციებთან;
  • შრომითი ნორმების პრაქტიკაში სრულყოფილად იმპლემენტაციას;
  • თანამშრომლის გათავისუფლების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველის მითითებას;
  • თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი პროცეცურების დაცვას;
  • შრომის ინსპექციის უახლესი პრაქტიკის გაცნობას;
  • შრომის ინსპექციის მიერ ორგანიზაციის სანქცირების პრევენციას;
  • შრომის ინსპექციის მიერ დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირებას;

ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:

  • ტრენინგს უძღვებიან უშუალოდ შრომის კოდექსისა და შრომის სხვა რეგულაციების შემუშავებაში ჩართული შრომის სამართლის საერთაშორისო ექსპერტები;
  • ტრენინგი აგებულია ინოვაციური სწავლების მეთოდზე - „სწავლება კეთებით“ (learning by doing), რაც გულისხმობს ტრენინგის მანძილზე არამხოლოდ პრაქტიკული ქეისების განხილვას, არამედ უშუალოდ დოკუმენტაციის ექსპერტიზასა და მომზადებას.

ვისთვის არის განკუთვნილი:

  • კომპანიის მენეჯერებისთვის;
  • იურისტებისთვის;
  • HR პროფესიონალებისთვის.

დეტალები:

ტრენინგ კურსი შედგება ოთხი მოდულისგან. თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 3 საათი. 

 

  • შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და შრომითი ხელშეკრულების დადება;
  • შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები;
  • შრომის შინაგანაწესი;
  • სრული და არასრული სამუშაო განაკვეთი;
  • სტაჟირება;
  • შრომის ანაზღაურება და მისი კომპონენტები
  • სამუშაო დრო, შესვენების დრო და დასვენების დრო;
  • ცვლაში მუშაობა;
  • სამუშაო დროის აღრიცხვის წესი, სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესი;
  • ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურების წესი;
  • ღამის სამუშაოზე დასაქმების შეზღუდვა;
  • უქმე დღეები.
  • შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო;
  • შრომითი ხელშეკრულებების პირობების შეცვლა;
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების უფლება;
  • შრომითი დისკრიმინაციის ცნება, ნიშნები, სახეები, დისკრიმიაცნიის აკრძალვის ფარგლები, გონივრული მისადაგების პრინციპი, დაცვის ან მხარდაჭერის განსაკუთრებული ღონისძიებები, სექსულუარი შევიწროება;
  • თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდის პრინციპი;
  • შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევაზე ზედამხედველი ორგანოების (შრომის ინპექციის სამსახურის, სახალხო დამცველის) კომპეტენციათა გამიჯვნა და უფლებამოსილებები.
  •  შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, წესები, პროცედურები და შედეგები;
  • პასუხისმგებლობა და ინდივიდუალური დავის განხილვა;
  • ხანდაზმულობის ვადა;
  • სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა შრომით დავებთან დაკავშირებით;
  • მასობრივი დათხოვნა;
  • კოლექტიური დავის განხილვა და მედიაცია;
  • საწარმოს გადაცემა;
  • სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციები.

 

 

  • სახელმწიფო ზედამხედველობა შრომის კოდექზე, სანქციები;
  • შრომის ინსპექციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
  • ინსპექტირების დაწყების საფუძველი, საჩივრის განხილვა;
  • ინსპექტირების განხორციელების წესი;
  • ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შრომითი ნორმების დარღვევისთვის;
  • შრომის ინსპექციის აქტების გასაჩივრების წესი და ვადები;
  • შრომის ინსპექციის პრაქტიკის მიმოხილვა;
  • შრომის ინსპექციის მხრიდან პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები.

ღირებულება: 450 ლარი. 

ხანგრძლივობა : 12 საათი ( 4 შეხვედრა)

მსმენელთა რაოდენობდა: 15 ადამიანი.