ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

კურსი სრულად ორიენტირებულია პრაქტიკულ ნაწილზე და მოიცავს ფინანსური ანგარიშგების შედგენას და მათზე დაყრდნობით დეტალური ფინანსური ანალიზის მომზადებას;

ტრენინგის მსვლელობისას ფინანსური კოეფიციენტების დათვლას და ანალიზს მოვახდენთ რეალურ ქეისებზე დაყრდნობით ქართული კომპანიების მაგალითზე, ბიზნეს სექტორების სხვადასხვა მიმართულების მიხედვით;

ფინანსური კოეფიციენტების  საშუალებით თქვენ შეძლებთ გაანალიზოთ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ციფრები, როგორც თითოეული მაჩვენებლის ჭრილში ასევე, ერთმანეთთან კომბინაციაში;

ტრენინგზე ჩვენ გავივლით, როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ ანალიზს, ასევე მომგებიანობის, ლიკვიდურობის, ლევერიჯის, აქტივების მართვის კოეფიციენტებს, დეტალურად გავივლით თუ როგორ უნდა შევაფასოთ კომპანიიის ფინანსური მდგომარეობა  აღნიშნული კოეფიციენტების საშუალებით, ასევე გავივლით მნიშვნელოვან კავშირებს  კოეფიციენტებს და ფინანსურ ანგარიშგებას შორის;

კურსის გავლის შემდგომ შეძლებთ:

 დამოუკიდებლად შეაფასოთ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის კომპანიების  ფინანსური მდგომარეობა, თქვენ შეძლებთ შეაფასოთ რამდენად შეექმნება კომპანიას უახლოეს პერიოდში ლიკვიდურობის პრობლემა, ან ფულადი სახსრების დეფიციტი, ასევე განსაზღვრავთ რამდენად ეფექტურად მართავს კომპანია საკუთარ საბრუნავ აქტივებს, რამდენად ჯანსაღია კომპანიის ფულადი სახსრების საოპერაციო ციკლი, ასევე განსაზღვრავთ ხომ არ დგას კომპანია ჭარბვალიანობის რისკის წინაშე;

ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:

მსმენელები  რეალურ ქეისებზე დაყრდნობით მოახდენენ  ქართული კომპანიების  ფინანსური კოეფიციენტების დათვლას და ანალიზს, შეაფასებენ სხვადასხვა ბიზნეს სექტორების კომპანიებს, რაც მათ დაეხმარება დეტალურად გაერკვნენ თუ რა სპეციფიკა აქვს თითოეულ  ბიზნეს სექტორს და რა უნდა გავითვალისწინოთ  ფინანსური ანალიზის დროს;

ვისთვის არის განკუთვნილი:

ფინანსისტებისთვის, ანალიტიკოსებისთვის,  საშუალო და მცირე კომპანიების დირექტორებისთვის და დამფუძნებლებისთვის, მთავარი ბუღალტრებისთვის;

  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება პრაქტიკული ქეისის მაგალითზე ექსელში
  • ბალანსი
  • მოგება-ზარალი
  • ანგარიშგებებს შორის კავშირები და შემოწმების ტექნიკები
  • ფულადი სახსრების ანგარიშგების მომზადება როგორც პირდაპირი ასევე  ირიბი მეთოდით;
  • ჰორიზონტალური და ვერტიკალური ანალიზი
  • მენეჯერული რეპორტების ნიმუშები: სავაჭრო, საწარმოო, სამშენებლო და მომსახურების სფეროს კომპანიებისთვის

ლიკვიდურობის კოეფიციენტი, აქტივების მართვის კოეფიციენტი, ფულის საოპერაციო ციკლი, პრაქტიკული ქეისის მაგალითზე ექსელში;

  • სავაჭრო კომპანიების ფინანსური ანალიზის თავისებურებები
  • საწარმოო კომპანიების ფინანსური ანალიზის თავისებურებები
  • სამშენებლო კომპანიების ფინანსური ანალიზის თავისებურებები
  • მომსახურე სექტორის კომპანიების ფინანსური ანალიზის თავისებურებები
  • შედარებით ანალიზის ტექნიკები და მნიშვნელობა
  • ბენჩმარკების როლი კომპანიის ფინანსური ანალიზის მომზადებაში

ღირებულება - 450 ლარი

ხანგრძლივობა - 12 საათი