ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

კურსის შესახებ:

სასაქონლო მარაგების მართვა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია სავაჭრო, სამშენებლო და საწარმოო კომპანიებისთვის.
ტრენინგი სრულად ორიენტირებულია პრაქტიკულ ნაწილზე, მაგალითების დამუშავებაზე ექსელში.

ტრენინგზე თქვენ გაივლით, როგორ უნდა მოამზადოთ სასაქონლო მარაგების
შეკვეთების ოპტიმალური მოცულობები, როგორ უნდა მოახდინოთ ჭარბი მარაგებისა და დეფიციტების ანალიზი; ასევე ისწავლით, თუ როგორ უნდა დაითვალოთ სეზონურობის მაჩვენებლები და მოამზადოთ  ასორტიმენტის დეტალური ანალიზი.


ტრენინგზე განხილული იქნება საქართველოში დაფიქსირებული რეალური ქეისები, ასევე მსმენელებს საშუალება ექნებათ გაეცნონ შეკვეთების დათვლების, მარაგების
ბრუნვადობის ანალიზისა და სხვა ანალიტიკურ მზა ფორმებს (ექსელის ფორმები), რასაც გამოიყენებენ თავიანთ საქმიანობაში.

კურსის გავლის შემდგომ შეძლებთ:


კურსის გავლის შემდგომ თქვენ გაეცნობით:

  • მარაგების ბრუნვადობის დაანგარიშების პრინციპებს
  • შეკვეთის მომზადების ტექნიკებს, საქონლის შემოსვლისა და შიდაგადაადგილების ციკლს
  • საქონლის შეკვეთის კომპონენტების დაანგარიშების პრიციპებს 
  • ასორტიმენტის ანალიზი - ABC/XYZ ანალიზი
  • სეზონურობის კოეფიცინტს
  • მინიმალური ნაშთების (სადაზღვევო ბუფერული მარაგი) დაანგარიშებას
  • მომწოდებლების სტაბილურობის ანალიზს
  • მოწოდების პირობებს (შეკვეთის ვადა, ტრანპოსტირება )
  • მიღებული ფასდაკლების პირობებს
  • საქონლის დეფიციტის დათვლის პრინციპებს
  • პროდუქტის კანიბალიზაციის დათვლის პრინციპებს
  • მოამზადებთ შეკვეთების ფაილს ექსელში.

ვისთვის არის განკუთვნილი:

  • შესყიდვების მენეჯერებისთის
  • კატეგორიის მენეჯერებისთვის
  • კომერციული მენეჯერებისთვის და ასევე ყველა იმ თანამშრომლისთვის ვინც ჩართულია შესყიდვებისა და მარაგების მართვის პროცესში



 

  • ასორტიმენტის კოდირების სისტემა
  • ასორტიმენტის დაყოფს კატეგორიებად/ჯგუფებად/ბრენდებად/მომდებლებად
  • ასორტიმენტის აღრიცხვის განზომილება (ლიტრი/ცალი/კილოგრამი/ყუთი და ა.შ)
  • ასოტიმენტის ლოგისტიკური პარამეტრები (წონა/მოცულობა/შეფუთვა/პალეტის პარამეტრები)
  • ასორტიმენტის მოწოდების პარამეტრები (შეკვეთის მიცემის მინიმალური ხანგრძლივობა/ტრანსპორტირება გზაში/მომწოდებლების ანალიზი)
  • საწყობის პარამეტრები (პალეტ ადგილების რაოდენობა, საწყობის ტიპი, ბალკი სტელაჟური სისტემა)
  • მარაგების ბრუნვადობის კოეფიციენტები
  • მარაგების ბრუნვადობის დაანგარიშება შემდეგ ჭრილში

              a) ასორტიმენტის
              b) ასორტიმენტის კატეგორიების
              c) ბრენდების ჭრილში

  • შეკვეთების მომზადების ციკლი სქემატურად
  • საქონლის მიღება, შიდა გადაადგილების ციკლი სქემატურად
  • საქონლის შეკვეთის პარამეტრები

                a) ასორტიმენტის ანალიზი - ABC/XYZ ანალიზი
                 b) სეზონურობის კოეფიცინტი
                 c) მინიმალური ნაშთების (სადაზღვევო ბუფერული მარაგი) დაანგარიშება
                 d) მომწოდებლების სტაბილურობის ანალიზი
                 e) მოწოდების პირობები (შეკვეთის ვადა, ტრანპოსტირება )
                 f) მიღებული ფასდაკლების პირობები

  • საქონლის შეკვეთის პარამეტრები
  1. ასორტიმენტის ანალიზი - ABC/XYZ ანალიზი
  2. სეზონურობის კოეფიცინტი
  3. მინიმალური ნაშთების (სადაზღვევო ბუფერული მარაგი) დაანგარიშება
  4. მომწოდებლების სტაბილურობის ანალიზი
  5. მოწოდების პირობები (შეკვეთის ვადა, ტრანპოსტირება )
  6. მიღებული ფასდაკლების პირობები
  • საქონლის დეფიციტის დათვლის პრინციპები
  • სარეკლამო აქტივობების ზეგავლენის გათვალისწინება გაყიდვების პროგნოზირებისას
  • პროდუქტის მაკომპლექტებლები
  • პროდუქტის კანიბალიზაციის არსი და დაგეგვმა
  • შეკვეთების ფაილის მომზადება ექსელში

ღირებულება : 800 ლარი. 

ხანგრძლივობა : 15 საათი 

მსმენელთა რაოდენობა: 15.