ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

ფინანსების მართვა სამშენებლო კომპანიებისთვის

ზოგადი ინფორმაცია:

სამშენებლო სფეროს კომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხებია ფინანსური რესურსების წინასწარი დაგეგმვა და მართვა, დანახარჯების ოპტიმიზაცია, მათ შორის  ხარჯთაღრიცხვის შემუშავება და ისეთი მნიშვნელოვანი მუხლების დეტალური ანალიზი, როგორიც არის - გამოყენებული მასალები, საწვავები, ტექნიკა, შრომითი რესურსები და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია სწორი კონტროლის მექანიზმების შემუშავება და გამართული რეპორტინგის სისტემის შექმნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მასალების, საწვავებისა და ძირითადი საშუალებების (გამოყენებული ტექნიკა და ა.შ) მართვის სისტემის შემუშავებას
  • პროექტების წინასწარი ხარჯთაღრიცხვის და ბიუჯეტირების სისტემის შემუშავებას
  • რეპორტინგის სისტემის შემუშავებას და გადახრების ანალიზს
  • აღრიცხვის სისტემის  ტრანსფორმაციას IFRS სტანდარტების შესაბამისად
  • ფინანსური დეპარტამენტის სტრუქტურის შემუშავებას
  • პერსონალის გადამზადებას
  • აღრიცხვის ელექტრონული სისტემების ანალიზს და რეკომენდაციებს

შედეგად თქვენ მიიღებთ:

პროექტების დეტალურ ანალიზს შესრულებული სამუშაოების ჭრილში; წინასწარ ხარჯთაღრიცხვასა და ფაქტობრივ დანახარჯებს შორის შედარებითი ანალიზის (Saving, Over cost) სისტემას; გამოყენებული მანქანა-დანადგარებისა  და სხვა ძირითადი საშუალებების ეფექტური კონტროლის სისტემას.

გაიუმჯობესებთ ფინანსურ მაჩვენებლებს, ასევე მიიღებთ  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, გამართულ რეპორტინგის სისტემას, რაც საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ საინვესტიციო პროექტები;