ქართული (საქართველო) English (United Kingdom)

ფინანსების მართვა

ზოგადი აღწერა

კომპანიაში ფინანსების სწორი და ეფექტური მართვა განაპირობებს კომპანიის მოგების მაჩვენებლის გაუმჯობესებას, აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა გამართული ბიზნეს პროცესები, დანახარჯების ოპტიმიზაცია, სწორი რეპორტინგი და კვალიფიციური ფინანსური ანალიზის სისტემა;
ჩვენი სერვისი საშუალებას მოგცემთ, თქვენს კომპანიაში მიაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას, გაიუმჯობესოთ კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებელი და მიიღოთ სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, რის მიღწევაშიც დაგეხმარებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჯგუფი;

ჩვენ გთავაზობთ

  • კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და შიდა პროცედურების ჩამოყალიბებას
  • კომპანიის სამუშაო კაპიტალის მართვას (მარაგები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები)
  • კომპანიის ფულადი სახსრების მენეჯმენტს
  • ბიუჯეტირებისა და მასთან დაკავშირებული გადახრების ანალიზის სისტემის ჩამოყალიბებას
  • რეპორტინგის სისტემის ჩამოყალიბებას
  • კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის სტრუქტურის გამართვას
  • აღრიცხვის ელექტრო სისტემების გაუმჯობესებას
  • იაფი ფულადი რესურსების მოძიებაში ხელშეწყობას

შედეგად თქვენ მიიღებთ

კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას, დანახარჯების ეფექტური მართვის სისტემას, გაუმჯობესებულ ფინანსურ მაჩვენებლებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის რეპორტინგის სისტემას, რაც მომავალში  საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ  ახალი საინვესტიციო პროექტები;