IFRS for SME დანერგვა
სერვისებზე დაბრუნება
IFRS Services

IFRS for SME დანერგვა

2016 წელს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის კანონში შესულმა ცვლილებებმა კომპანიებისთვის სავალდებულო გახადა ფინანსური ანგარიშგებების მომზადება სრული IFRS სტანდარტების და IFRS for SMEs მცირე და საშუალო კომპანიების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აქედან გამომდინარე კომპანიებს აღრიცხვის სისტემის IFRS for SMEs სტანდარტებზე ტრანსფორმაციის საჭიროება დაუდგათ

ჩვენ გთავაზობთ

კომპანიის არსებული აღრიცხვის სისტემის გამოკვლევას, კომპანიის კონტროლის მექანიზმების შემუშავებას და აღრიცხვის სისტემის ტრანსფორმაციას IFRS for SMEs სტანდარტებზე და აუდიტის პროცესში მხარდაჭერას;

  • -კომპანიის აღრიცხვის სისტემის ანალიზს
  • -კომპანიის კონტროლის მექანიზმების პროცედურის შემუშავებას
  • -სააღრიცხვო პოლიტიკის შექმნას IFRS for SMEs სტანდარტების შესაბამისად
  • -კომპანიის სასტარტო ნაშთების ტრანსფორმაციას (კორექტირებებს) IFRS for SMEs სტანდარტებზე
  • -ფინანსური ანგარიშგების მომზადებას IFRS for SMEs სტანდარტების შესაბამისად
  • -ფინანსური სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებას
  • -ფინანსური აუდიტის პროცესში მხარდაჭერას
  • -დანერგვის შემდგომ მონიტორინგს

შედეგად თქვენ მიიღებთ

სააღრიცხვო სისტემას IFRS for SMEs სტანდარტების შესაბამისად, გამართულ პროცესებს, შეძლებთ რისკების სწორად შეფასებას, რაც მომავალში დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და გაგიადვილებთ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობას.

მზად ხართ ტრანსფორმაციისთვის?

ჩვენი ექსპერტები მზად არიან შეიმუშაონ ინდივიდუალური სტრატეგია, რომელიც სრულად პასუხობს თქვენი ბიზნესის სპეციფიკასა და გამოწვევებს.