ფინანსები ტოპ მენეჯერებისთვის
კურსის შესახებ:
ფინანსები ტოპ მენეჯერებისთვის განკუთვნილია კომპანიის სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისთვის, ვისაც სურთ ცოდნა გაიღრმავონ ფინანსების მიმართულებით. მსმენელები ქართული კომპანიების მაგალითზე გაივლიან ყველა პრაქტიკულ ქეისს და გაანალიზებენ მიღებულ თეორიულ ცოდნას.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:
- შეაფასოთ თქვენი ბიზნესის ეფექტურობა;
- შეაფასოთ ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობები;
- დაითვალოთ კომპანიის მომგებიანობა;
- დამოუკიდებლად წაიკითხოთ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებები;
- გაანალიზოთ ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური კოეფიციენტი;
- გაეცნოთ იმ ბიზნესის სექტორების საშუალო მაჩვენებლებს (ბენჩმარკები) სადაც თქვენი ბიზნესი მოღვაწეობს;
- შეიძენთ ბიუჯეტირების სისტემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან უნარებს;
- მიიღებთ ინფორმაციას გარე დაფინანსების წყაროებზე და ინვესტიციების შეფასების მეთოდებზე;
ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:
ტრენინგი არის პრაქტიკული და ეფუძნება, როგორც თეორიულ ნაწილს ასევე მნიშვნელოვანი დრო დათმობილი აქვს პრაქტიკულ მაგალითებს, ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ აჭარბებს 15 ადამიანს, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს ტრენინგის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები დისკუსიებში.
ვისთვის არის განკუთვნილი:
კომპანიის დირექტორებისთვის, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვისაც სურთ ცოდნა მიიღონ ფინანსების მიმართულებით.
პროგრამის ღირებულება
1050₾
15 საათი
თბილისი
რეგისტრაცია დასრულდა
ამ ტრენინგის რეგისტრაცია დასრულდა ან ადგილები შეივსო.
მოახლოებული ტრენინგები

