კურსის შესახებ:
სასაქონლო მარაგების მართვა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია სავაჭრო, სამშენებლო და საწარმოო კომპანიებისთვის. ტრენინგი სრულად ორიენტირებულია პრაქტიკულ ნაწილზე, მაგალითების დამუშავებაზე ექსელში. ტრენინგზე თქვენ გაივლით, როგორ უნდა მოამზადოთ სასაქონლო მარაგების შეკვეთების ოპტიმალური მოცულობები, როგორ უნდა მოახდინოთ ჭარბი მარაგებისა და დეფიციტების ანალიზი; ასევე ისწავლით, თუ როგორ უნდა დაითვალოთ სეზონურობის მაჩვენებლები და მოამზადოთ ასორტიმენტის დეტალური ანალიზი. ტრენინგზე განხილული იქნება საქართველოში დაფიქსირებული რეალური ქეისები, ასევე მსმენელებს საშუალება ექნებათ გაეცნონ შეკვეთების დათვლების, მარაგების ბრუნვადობის ანალიზისა და სხვა ანალიტიკურ მზა ფორმებს (ექსელის ფორმები), რასაც გამოიყენებენ თავიანთ საქმიანობაში.
კურსის გავლის შემდგომ თქვენ გაეცნობით:
- მარაგების ბრუნვადობის დაანგარიშების პრინციპებს
- შეკვეთის მომზადების ტექნიკებს, საქონლის შემოსვლისა და შიდაგადაადგილების ციკლს
- საქონლის შეკვეთის კომპონენტების დაანგარიშების პრიციპებს
- ასორტიმენტის ანალიზი – ABC/XYZ ანალიზი
- სეზონურობის კოეფიცინტს
- მინიმალური ნაშთების (სადაზღვევო ბუფერული მარაგი) დაანგარიშებას
- მომწოდებლების სტაბილურობის ანალიზს
- მოწოდების პირობებს (შეკვეთის ვადა, ტრანპოსტირება )
- მიღებული ფასდაკლების პირობებს
- საქონლის დეფიციტის დათვლის პრინციპებს
- პროდუქტის კანიბალიზაციის დათვლის პრინციპებს
- მოამზადებთ შეკვეთების ფაილს ექსელში.
ვისთვის არის განკუთვნილი:
- შესყიდვების მენეჯერებისთის
- კატეგორიის მენეჯერებისთვის
- კომერციული მენეჯერებისთვის და ასევე ყველა იმ თანამშრომლისთვის ვინც ჩართულია შესყიდვებისა და მარაგების მართვის პროცესში
პროგრამის ღირებულება
800 ₾
15 საათი
თბილისი
რეგისტრაცია დასრულდა
ამ ტრენინგის რეგისტრაცია დასრულდა ან ადგილები შეივსო.
მოახლოებული ტრენინგები