ტრენინგზე დეტალურად განვიხილავთ იჯარასთან დაკავშირებულ საკითხებს – სააღრიცხვო პოლიტიკას, შემდგომ შეფასებებს, COV19-ის გავლენას აღნიშნულ სტანდარტზე. ასევე, ტრენინგზე გავაკეთებთ ფინანსურ და საგადასახადო აღიცხვას შორის არსებული სხვაობების ანალიზს, რეალური მაგალითის საფუძველზე გავაანალიზებთ, თუ რა ცვლილებებს იწვევს აღნიშნული სტანდარტი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობის შეფასებაზე.