კურსი მოიცავს არა მხოლოდ ზოგადი და საშუალო დონის ფუნქციონალის სწავლა-გამოყენებას, არამედ ისეთი დეტალების აღმოჩენას რაც გაამარტივებს თქვენ ყოველდღიურ საქმიანობას. ამით თქვენ დაზოგავთ დროს, გახდებით უფრო ეფექტური და შესაბამისად საჭირო თანამშრომელი.
კურსის მიმდინარეობისას დეტალურად იქნება განხილული ისეთი მაგალითები რაც სამომავლოდ გაამარტივებს თქვენ ფაილებთან და მონაცემებთან მუშაობას. კერძოდ:
მიღებული ცოდნით თქვენ შეძლებთ ნაკლები დროის დანახარჯით ამოხსნათ და გადაჭრათ სხვადასხვა ამოცანები, შექმნათ ლოგიკური და სტრუქტურირებული მონაცემთა ცხრილები, რაც გაამარტივებს მონაცემთა შევსებასა და მათ ანალიზს.
ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ აჭარბებს 12 ადამიანს, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს ტრენინგის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები პრაქტიკულ სამუშაოში, განხილვებში და წარმოადგინონ საკუთარი პრობლემური საკითხები. ტრენინგი უნიკალურია იმით, რომ ეყრდნობა მრავალწლოვან სწავლების გამოცდილებას, რეალური ქეისების გარჩევას და ანალიზს, რომელიც ეხმარება მსმენელებს მიღებული ცოდნა გამოიყენონ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.
Excel Intermediate კურსი განკუთვნილია იმ ადამიანთათვის ვისაც აქვს ექსელთან მუშაობის მცირე გამოცდილება და სურვილი გაიღრმავოს ცოდნა. შეისწავლოს პროგრამის ძირითადი ფუნქციონალი მისი დეტალების გათვალისწინებით.
ნაკადი | პერიოდი | ხანგრძლივობა | განრიგი |
---|---|---|---|
– | – | – | – |