კურსი შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი – მოიცავს IFRS For SMEs სტანდარტების დეტალურ განხილვას, საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებული რეალური ქეისების დახმარებით.
მეორე ნაწილი – სრულად დათმობილი აქვს პრაქტიკულ ნაწილს, აღნიშნულ ნაწილში თქვენ შეძლებთ ექსელის გამოყენებით მოამზადოთ IFRS For SMEs სტანდარტების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები ახსნა-განმარტებითი შენიშვნებით.
დამოუკიდებლად მოამზადოთ ფინანსური ანგარიშგება IFRS For SMEs -მსს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად და დააკმაყოფილოთ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების და აუდიტის შესახებ კანონის მოთხოვნები;
გაეცნობით ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს და მიიღებთ მზა გადაწყვეტილებებს პრობლემის გადასაჭრელად;
შეძლებთ დამოუკიდებლად შეიმუშაოთ კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკა;
შეძლებთ აქტივების მართვის პროცესისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავებას;
კურსი უნიკალურია იმით, რომ წარმოადგენს სინთეზს როგორც თეორიული ნაწილის, რაც გულისხმობს სტანდარტების სიღრმისეულ გავლას და გაანალიზებას, ასევე მნიშვნელოვნად ორიენტირებულია პრაქტიკულ ნაწილზეც, რათა მსმენელმა აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ დამოუკიდებლად შეძლოს IFRS For SMEs -მსს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების მომზადება, სააღრიცხვო პოლიტიკის და ახსნა-განმარტებითი შენიშვნების ჩათვლით.
კურსი განკუთვნილია მოქმედი ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის, აუდიტორებისთვის, რეპორტინგის სპეციალისტებისთვის.
ნაკადი | პერიოდი | ხანგრძლივობა | განრიგი |
---|---|---|---|
– | – | – | – |