ტრენინგი მსმენელს სთავაზობს გაიღრმავოს და მიიღოს ცოდნა სასაწყობე მენეჯმენტის და მიწოდების მართვის ძირითად საკითხებზე. ტრენინგის პროცესში განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები/პრობლემები როგორც საწყობის, ასევე მიწოდების კუთხით. რეალურ ქეისებზე დაყრდნობით,მსმენელს საშუალება ექნება მოისმინოს თითოეული პრობლემის რეალური, აპრობირებული გადაჭრის მექანიზმები.
ტრეინინგის ფარგლებში, განხილული იქნება საოპერაციო საქმიანობის შეფასების საჭირო ინდიკატორები, რომლებიც თავის მხრივ, მენეჯერებს საშუალებას აძლევს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. მსმენელი საფუძვლიანად გაივლის საწყობის ინვენტარიზაციის პროცესს, ასევე საწყობში პროდუქციის განლაგების სხვადასხვა მექანიზმებს.
კურსი დაეხმარება მენეჯერებს, სწორად დაგეგმონ საწყობის თუ ავტოპარკის საინვესტიციო ნაწილი და მაქსიმალურად ეფექტურად აითვისონ სასაწყობე ფართი და ტექნიკა. ტრენინგი ხელს შეუწყობს საოპერაციო ხარჯების სწორად დაგეგმარებას და მათ შემცირებას.
ტრენინგი უნიკალურია იმით, რომ ეყრდნობა რეალური ლოგისტიკური ქეისების გარჩევას და ანალიზს, რომელიც ეხმარება მსმენელებს მიღებული ცოდნა გამოიყენონ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.
კომპანიის უმაღლესი თუ საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის;
საწყობის მენეჯერებისთვის;
მიწოდების და ავტოპარკის მენეჯერებისთვის;
ლოგისტიკის სპეციალისტებისთვის;
ლოგისტიკური პროექტების მენეჯერებისთვის;
ნაკადი | პერიოდი | ხანგრძლივობა | განრიგი |
---|---|---|---|
– | – | – |