კურსის შესახებ:
ტრენინგ კურსის შექმნის საჭიროება განაპირობა შრომის რეგულაციების მნიშვნელოვანმა ცვლილებამ და პრაქტიკაში შრომითი ნორმების იმპლემენტაციის საჭიროებამ. 2020 წელს არსებითად განახლდა შრომის კოდექსი, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი.
ტრენინგ კურსის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს, თავიანთი საქმიანობა და დოკუმენტაცია შესაბამისობაში მოიყვანონ განახლებულ შრომის კოდექსთან და სხვა მოქმედ რეგულაციებთან, ეფექტურად დანერგონ შრომითი ნორმები და ასევე, გააცნოს მსენელებს სასამართლოს და შრომის ინსპექციის უახლესი პრაქტიკა.
კურსის გავლის შემდგომ შეძლებთ:
- შრომითი ურთიერთოებების სწორად დაგეგმვას და ორგანიზაციული პროცესების შრომის განახლებულ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას;
- ორგანიზაციის დოკუმენტაციის, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, სამუშაო აღწერილობების და ბრძანებების შესაბამისობაში მოყვანას შრომის ახალ რეგულაციებთან;
- შრომითი ნორმების პრაქტიკაში სრულყოფილად იმპლემენტაციას;
- თანამშრომლის გათავისუფლების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველის მითითებას;
- თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი პროცეცურების დაცვას;
- შრომის ინსპექციის უახლესი პრაქტიკის გაცნობას;
- შრომის ინსპექციის მიერ ორგანიზაციის სანქცირების პრევენციას;
- შრომის ინსპექციის მიერ დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირებას.
ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:
- ტრენინგს უძღვებიან უშუალოდ შრომის კოდექსისა და შრომის სხვა რეგულაციების შემუშავებაში ჩართული შრომის სამართლის საერთაშორისო ექსპერტები;
- ტრენინგი აგებულია ინოვაციური სწავლების მეთოდზე – „სწავლება კეთებით“ (learning by doing), რაც გულისხმობს ტრენინგის მანძილზე არამხოლოდ პრაქტიკული ქეისების განხილვას, არამედ უშუალოდ დოკუმენტაციის ექსპერტიზასა და მომზადებას.
ვისთვის არის განკუთვნილი:
- კომპანიის მენეჯერებისთვის;
- იურისტებისთვის;
- HR პროფესიონალებისთვის.
დეტალები:
ტრენინგ კურსი შედგება ოთხი მოდულისგან. თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 3 საათი.