ფინანსების მართვა საწარმოო კომპანიებისთვის

დემო

ზოგადი ინფორმაცია:

საწარმოო კომპანიებისთვის  უმნიშვნელოვანესი საკითხებია წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების კონტროლი და დეტალური ანალიზი, რაც თავისთავში მოიცავს პროდუქციის გამოსავლიანობების კონტროლს,  წარმოების პროცესში გახარჯული ნედლეულის ფასების კონტროლს, ზედნადები დანახარჯების ნორმების განსაზღვრას, მათშორის სეზონურობის გათვალისწინებით, ასევე საწარმოო დანახარჯების ოპტიმიზაციას და  დეტალურ ანალიზს, ისეთი მნიშვნელოვანი მუხლების, როგორიც არის: გამოყენებული ნედლეული და მასალები,  შრომითი რესურსები, დამხმარე მასალები და სხვა ზედნადები დანახარჯები.

საწარმოო კომპანიებისთვის ასევე მნიშვნელოვანია სწორი კონტროლის მექანიზმების შემუშავება, გამართული რეპორტინგის სისტემის არსებობა და ფინანსური რესურსების სწორი დაგეგმვა და მართვა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • საწარმოო პროცესებისა და პროცედურების შემუშავებასა და გამართვას
  • წარმოების დეტალური ანალიზის სისტემის დანერგვას, კონვერსიის წერტილების, წარმოების ეტაპების და პროდუქციის კატეგორიების მიხედვით
  • მზა პროდუქციის თვითღირებულების დეტალური ანალიზს, გამოსავლიანობის კონტროლის, ნედლეულის ფასების კონტროლის, შრომითი რესურსების კონტროლის და ზედნადები დანახარჯების დეტალური ანალიზის საშუალებით
  • დანაკარგების დეტალური ანალიზის სისტემის შემუშავებას, დანაკარგების ნორმის განსაზღვრას, დასაშვები გადახრის ნორმების შემუშავებას
  • დამხმარე სასაქონლო მარაგების ჩამოწერისა და თვითღირებულებაზე მიკუთვნების სისტემის ჩამოყალიბებას
  • საწარმოო ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავებას, რაც გულისხმობს ძირითადი საშუალებების ჩამოწერის, რემონტის და კაპიტალური დანახარჯების აღრიცხვის  სისტემის შემუშავებას, ასევე ძირითადი საშუალებების გაუფასურებაზე ტესტირების სისტემის შექმნას
  • ბიუჯეტირებისა და ანალიზის სისტემის  შემუშავებას და დანერგვას, როგორც კომპანიის ასევე დანახარჯთა წერტილებისა და მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულების მიხედვით
  • რეპორტინგის სისტემის ჩამოყალიბებას, როგორც კომპანიიის საერთო ფინანსური ანგარიშგებების, ასევე წარმოების დეტალური ანალიზის და მზა პროდუქციის თითოეული კატეგორიის და ნომენკლატურის ანალიზის ნაწილში
  • აღრიცხვის სისტემის  ტრანსფორმაციას IFRS სტანდარტების შესაბამისად
  • ფინანსური დეპარტამენტის სტრუქტურის შემუშავებას და პერსონალის გადამზადებას
  • აღრიცხვის ელექტრონული სისტემების ანალიზს და რეკომენდაციებს

შედეგად თქვენ მიიღებთ:

წარმოების დეტალური ანალიზის , რაც შესაძლებლობას მოგცემთ აკონტროლოთ მზა პროდუქციის თვითღირებულებები, დანაკარგების ნორმები, პროდუქციის გამოსავლიანობები, წარმოებაში გამოყენებული შრომითი რესურსები და ყველა მნიშვნელოვანი დანახარჯები, ასვე გამართული ბიუჯეტირების სისტემის საშუალებით თქვენ შეძლებთ წინასწარ განსაზღვროთ კომპანიის ყველა მნიშვნელოვანი დანახარჯი და თითოეულ გადახრაზე მოახდინოთ დროული რეაგირება. ეფექტური რეპორტინგის სისტემა საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის კაპიტალური დაბანდებები – ახალი საწარმოო ხაზის შეძენა, ან მოძველებული ძირითადი საშუალებების გამოცვლა, ასევე თქვენ შეძლებთ შეაფასოთ თქვენს მიერ წარმოებული თოთოეული პროდუქციის ეფექტურობა და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თითოეული პროდუქციის მიმართ (გაზარდოთ წარმოება, შეამციროთ ან საერთოდ შეაჩეროთ მისი წარმოება).