• ფინანსური ანგარიშგების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი) – ბრუნვითი უწყისიდან და გატარებებიდან
• მოგება-ზარალის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ანალიზი
• კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის შეფასება კოეფიციენტების მიხედვით პრაქტიკული ქეისის მაგალითზე ექსელში, გავაანალიზებთ სავაჭრო, სამშენებლო და მომსახურების სფეროს კომპანიებს , გავივლით თითოეული სფეროსთვის დამახასიათებელ თავისებურებებს.
• საკუთარი და მოზიდული სახსრების თანაფარდობის მაჩვენებლის განხილვა
• კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის შეფასება , ბიზნეს სექტორების მიხედვით
• სავაჭრო კომპანიების ფინანსური ანალიზის თავისებურებები
• საწარმოო კომპანიების ფინანსური ანალიზის თავისებურებები
• სამშენებლო კომპანიების ფინანსური ანალიზის თავისებურებები
• მომსახურე სექტორის კომპანიების ფინანსური ანალიზის თავისებურებები
• შედარებით ანალიზის ტექნიკები და მნიშვნელობა
• ბენჩმარკების როლი კომპანიის ფინანსური ანალიზის მომზადებაში
• დანახარჯების ანალიზი (Cost Analysis) და ოპტიმალური ხარჯების სტრუქტურის დადგენა კომპანიაში
• ფინანსური სტრატეგიის შერჩევა (Financial Strategic Planning)
• როგორ დავგეგმოთ კომპანიაში ფულადი სახსრები (Cash Flow)
• ფინანსური მოდელის პრაქტიკული მაგალითის გგანხილვა
• ინვესტიციის უკუგების შეფასების მეთოდები
• ფულის დროითი ღირებულება
• როგორ ხდება მომგებიანი ინვესტიციების შერჩევა
• ბიზნესის შეფასების დისკონტირებული ფულადი სახსრების მოდელის დეტალური განხილვა (DCF Model)
• საინვესტიციო პროექტის განხილვა და მსჯელობის აღნიშნულ ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით
საბოლოო ქეისის მომზადება – ერთ-ერთი ქართული კომპანიის შერჩევა და რეალურ მაგალითზე კომპანიის ფინანსური ანალიზის მომზადება და წარდგენა
კურსი სრულად ორიენტირებულია პრაქტიკულ ნაწილზე და მოიცავს ფინანსური ანგარიშგების შედგენას და მათზე დაყრდნობით დეტალური ფინანსური ანალიზის მომზადებას.
ტრენინგის მსვლელობისას ფინანსური კოეფიციენტების დათვლას და ანალიზს მოვახდენთ რეალურ ქეისებზე დაყრდნობით ქართული კომპანიების მაგალითზე, ბიზნეს სექტორების სხვადასხვა მიმართულების მიხედვით.
ფინანსური კოეფიციენტების საშუალებით თქვენ შეძლებთ გაანალიზოთ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ციფრები, როგორც თითოეული მაჩვენებლის ჭრილში ასევე, ერთმანეთთან კომბინაციაში.
ტრენინგზე ჩვენ გავივლით, როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ ანალიზს, ასევე მომგებიანობის, ლიკვიდურობის, ლევერიჯის, აქტივების მართვის კოეფიციენტებს, დეტალურად გავივლით თუ როგორ უნდა შევაფასოთ კომპანიიის ფინანსური მდგომარეობა აღნიშნული კოეფიციენტების საშუალებით, ასევე გავივლით მნიშვნელოვან კავშირებს კოეფიციენტებს და ფინანსურ ანგარიშგებას შორის.
დამოუკიდებლად შეაფასოთ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის კომპანიების ფინანსური მდგომარეობა, თქვენ შეძლებთ შეაფასოთ რამდენად შეექმნება კომპანიას უახლოეს პერიოდში ლიკვიდურობის პრობლემა, ან ფულადი სახსრების დეფიციტი, ასევე განსაზღვრავთ რამდენად ეფექტურად მართავს კომპანია საკუთარ საბრუნავ აქტივებს, რამდენად ჯანსაღია კომპანიის ფულადი სახსრების საოპერაციო ციკლი, ასევე განსაზღვრავთ ხომ არ დგას კომპანია ჭარბვალიანობის რისკის წინაშე.
მსმენელები რეალურ ქეისებზე დაყრდნობით მოახდენენ ქართული კომპანიების ფინანსური კოეფიციენტების დათვლას და ანალიზს, შეაფასებენ სხვადასხვა ბიზნეს სექტორების კომპანიებს, რაც მათ დაეხმარება დეტალურად გაერკვნენ თუ რა სპეციფიკა აქვს თითოეულ ბიზნეს სექტორს და რა უნდა გავითვალისწინოთ ფინანსური ანალიზის დროს.
ფინანსისტებისთვის, ანალიტიკოსებისთვის, საშუალო და მცირე კომპანიების დირექტორებისთვის და დამფუძნებლებისთვის, მთავარი ბუღალტრებისთვის.
ნაკადი | პერიოდი | ხანგრძლივობა | განრიგი |
---|---|---|---|
2 | 29/04/24-27/05/24 | 16 საათი | ორშაბათი – ოთხშაბათი |